რუსეთის ბრიანსკის ოლქში რკინიგზა ააფეთქეს
25/10/2022
11:09
მსოფლიო
A-
+A
რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რომელიც დასავლეთიდან ბელარუსს, ხოლო სამხრეთიდან უკრაინას ესაზღვრება, სარკინიგზო ლიანდაგი ააფეთქეს. ამის შესახებ "ეხო კავკაზა'' იუწყება.
აფეთქება სადგურებს ნოვოზიბკოვსა და ზლინკას შორის მოხდა. სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია.
ეს რუსეთსა და ბელარუსში, რკინიგზაზე მომხდარი პირველი დივერსია არ არის. სარკინიგზო მაგისტრალებზე იქ დივერსიები რეგულარულად ხდება, ხოლო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ ჯგუფები, რომლებიც საკუთარ თავს პარტიზანებს უწოდებენ და უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდიან. ზაფხულში ბრიანსკი ოლქში რკინიგზა ერთხელ უკვე ააფეთქეს.
0
0
306
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%