03/04/2023
16:51
მსოფლიო
„ნატო მიიჩნევს, რომ რუსეთის ბირთვული პოზიცია უცვლელი დარჩა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განათავსების შესახებ განაცხადა,“ -აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„როგორც პუტინმა განაცხადა, რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩება იარაღი, რომელიც ბელარუსში (ქვეყანაში, რომელიც არ ფლობს ბირთვულ იარაღს) უნდა განთავსდეს. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის ბირთვულ პოზიციაში, რომელსაც, წესით ჩვენი ბირთვული „პოზის“ შეცვლაც უნდა მოჰყოლოდა. ბელარუსის ჯარები ოფიციალურად არ არიან ჩართულნი უკრაინასთან ომში, მაგრამ მინსკმა რუსეთის სამხედრო ძალებს თავისი ტერიტორიიდან თავდასხმების განხორციელების საშუალება მისცა,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
0
0