-share.jpg)
ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა რამაც ჭორები გამოიწვია რუსულ ჯარში შექმნილი დაძაბულობის შესახებ.
ცოტა ხნის წინ ვლადიმერ პუტინმა "გენერალი არმაგედონი" - სერგეი სუროვიკინი, რომელიც მანამდე უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდალი იყო, მოადგილედ ჩამოაქვეითა.
პენტაგონის მაღალჩინოსანმა კოლინ კალმა რუსეთის არმიის სარდლობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს "რეალითი სატელევიზიო შოუს მსგავსი მოვლენა" უწოდა.
კოლინ კალმა, რომელიც ახლახან კიევში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა, ასევე თქვა, რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს უკრაინის ომის "დინამიკის შეცვლა" ქვეყნისთვის ახალი იარაღის მიწოდებით სურთ.
თუმცა, როგორც მან თქვა, პენტაგონი ჯერ კიდევ არ არის მზად დააკმაყოფილოს უკრაინის თხოვნა Abrams-ის ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით.
"უბრალოდ არ მგონია, რომ ჩვენ ამისთვის უკვე მზად ვართ. Abrams-ის ტანკს ძალიან რთული მართვის სისტემა აქვს, ის გაზტურბინული ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც ძვირადღირებულია. უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას ამ ტიპის ტანკის გამოსაყენებლად ხანგრძლივი დრო დასჭირდება," - განაცხადა კოლინ კალმა.
0
0