
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კომპანიის ძალების დანაკარგი, სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან, 175,000-დან 200,000-მდეა. მათ შორის, სავარაუდოდ, დაახლოებით 40-60 ათასი დაიღუპა. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაში, რომელიც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
მასში აღნიშნულია, რომ 2022 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც რუსეთის ფედერაციაში „საერთო მობილიზაცია“ გამოცხადდა, რუსებს შორის დანაკარგების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თანამედროვე სტანდარტებით, ეს მაჩვენებლები მიუთითებს დაღუპული პერსონალისა და დაჭრილების მაღალ თანაფარდობაზე. ალბათ, ეს გამოწვეულია ძალების უმეტესობის უკიდურესად პრიმიტიული სამედიცინო მხარდაჭერით.
არტილერიამ, დიდი ალბათობით რუსეთს დიდი მსხვერპლი მოუტანა.
ვაგნერის ძალებმა მიიზიდეს მსჯავრდებულ-რეკრუტთა დიდი რაოდენობა. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, მათ სავარაუდოდ 50%-მდე ზარალი აქვთ.
0
0