13/06/2023
21:49
მსოფლიო
„რუსული იარაღის მახასიათებლები და ხარისხი უმჯობესდება, უკრაინაში ჩატარებულმა სამხედრო სპეცოპერაციამ შესაძლებელი გახადა იმის გაგება, თუ როგორ უნდა დაიხვეწოს რუსული არმია ისე, რომ მსოფლიოში საუკეთესო იყოს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი თავის არმიას მსოფლიოში „საუკეთესოდ“ აქცევს, რადგან მისი სამხედრო ინდუსტრია „იზრდება“.
„უკრაინაში სამხედრო ინდუსტრია თითქმის აღარ დარჩა, მაგრამ ჩვენი იზრდება, ხარისხი იზრდება, უმჯობესდება, უმჯობესდება მახასიათებლები, დიაპაზონი, სიზუსტე და რომ არ ყოფილიყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ჩვენ ალბათ ვერასოდეს გავიგებდით, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თავდაცვა. ინდუსტრია, რათა ჩვენი არმია იყოს საუკეთესო მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა პუტინმა.
0
0