26/09/2023
20:56
ეკონომიკა
ბენზინისა და დიზელის ექსპორტის დროებითი აკრძალვის გამო, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ 21 სექტემბერს შემოიღო, საქართველოს, თურქეთსა და ბრაზილიას შესაძლოა გაუჭირდეთ ნავთობპროდუქტების შესყიდვა, ამის შესახებ „RBC“-ს „Veta“-ს ექსპერტთა ჯგუფის მმართველმა პარტნიორმა ილია ჟარსკიმ განუცხადა.
„საქართველოსთვის ყველაზე რთული იქნება რუსული საწვავის მარაგების შეცვლა“ - აცხადებს ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის წამყვანი ექსპერტი სტანისლავ მიტრახოვიჩი.
მისი თქმით, 2023 წლის პირველ ნახევარში ამ ქვეყანამ 554,2 ათასი ტონა ნავთობპროდუქტის იმპორტი განახორციელა, საიდანაც 81,1% საწვავი რუსეთიდან იყო.
„თურქეთმა კი, რომელმაც გასული წლის განმავლობაში მკვეთრად გაზარდა რუსული დიზელის საწვავის შესყიდვები შიდა ბაზრის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რათა გაყიდოს საკუთარი დიზელი ექსპორტზე, მოუწევს გადახედოს ამ მექანიზმს და დატოვოს მეტი საწვავი ქვეყანაში“ - დასძინა ვიქტორ კატონამ, ანალიტიკური სააგენტო Kpler-ის ექსპერტი.
ამ ღონისძიების დანერგვის ფონზე, ევროპაში დიზელის ფასები ICE ბირჟაზე 4,5%-ით გაიზარდა და ტონაზე 1 ათას დოლარს გადააჭარბა.
0
0