
რუსეთის აეროპორტების დიდმა ჰოლდინგი - „რეგიონების აეროპორტები“, „აეროდინამიკა“ და „ნოვაპორტი“, ასევე მოსკოვის შერემეტევოს და ვნუკოვოს აეროპორტები, უარს აცხადებენ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაში მონაწილეობაზე. ამის შესახებ გამოცემა „ვედომოსტი“ მათ წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტების პრესსამსახურებმა არ უპასუხეს კითხვებჰს. თუმცა, ვნუკოვოს მონაწილეობაზე უარს ადასტურებს აეროპორტთან დაახლოებული წყარო. აეროპორტის ჰოლდინგებში „ვედომოსტის“ თანამოსაუბრეები განმარტავენ, რომ აფხაზეთში შესაძლო მგზავრთა ნაკადის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.
„გაურკვეველია, რომელი ავიაკომპანია გადაწყვეტს ფრენას არაღიარებულ რესპუბლიკაში“ - დასძენს ერთ-ერთი თანამოსაუბრე. მეორე ხაზს უსვამს ამ პროექტისთვის სამშენებლო მასალების მიწოდების სირთულეებს, რადგან ისინი აფხაზეთში არ იწარმოება - ნათქვამია სტატიაში.
ზაფხულში მოსკოვმა და სოხუმმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო პროექტს „რუსული იურიდიული პირი“ განახორციელებს. დოკუმენტი უკვე რატიფიცირებულია აფხაზეთის პარლამენტის მიერ.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ აეროპორტის მშენებლობისთვის პოტენციური ინვესტორების შესარჩევად განაცხადების მიღების დაწყების შესახებ განაცხადა. განაცხადების მიღება 15 სექტემბერს დაიხურა, შემსრულებელი კი 1 ნოემბრამდე უნდა შეირჩეს.
შეთანხმების თანახმად, აეროპორტი რეგულარული ფრენებისთვის უნდა გაიხსნას არაუგვიანეს 2025 წლის 31 მარტისა - იუწყება მედია.
აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატის ალხას ბარციცის განცხადებით, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციით ორი ინვესტორია დაინტერესებული.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია არ ცნობს სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად, ვინაიდან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და ამოიღო ინფორმაცია მის შესახებ დოკუმენტებიდან.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
09/05/2025