
ლანდშაფტური ხანძრები რუსეთის, სულ მცირე, 18 რეგიონშია გააქტიურებულია. ტიუმენისა და კურგანის რეგიონებში მათ გამო, შვიდი ადამიანი დაიღუპა.
კურგანის რაიონში ექვსი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. ხანძარმა 42 სახლი გაანადგურა. რეგიონის გუბერნატორმა ვადიმ შუმკოვმა მოსახლეობას საფრთხის არსებობის შემთხვევაში ევაკუაციისკენ მოუწოდა. ქონების სრული დაკარგვის შემთხვევაში დაზარალებულები თითოეულს 50000 რუბლს მიიღებენ.
ტიუმენის რაიონში 49 წლის ადგილობრივი მცხოვრები ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. რეგიონში, სულ მცირე, 124 შენობა დაიწვა. იქ 12 ხანძარი ლიკვიდირებულია, კიდევ 23 ხანძარი ლოკალიზებულია, რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. ხანძრის შედეგად ცხოველებიც იღუპებიან.
სვერდლოვსკის ოლქის სოფელ პერვომაისკიში დაიწვა ორი საწყობი დენთით. დაშავებულია მეხანძრე, გამოცხადებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია. ხელისუფლების ცნობით, ინციდენტის მიზეზი ტყის ხანძარი გახდა.
ასევე, დიდი ხანძარი დაფიქსირდა ომსკის, ჩელიაბინსკის, ამურის რაიონებში, ხაბაროვსკის ტერიტორიაზე და ებრაულ ავტონომიურ რეგიონში. ყველა ამ რეგიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა - ადგილობრივად თუ რეგიონის მასშტაბით. ტრანსბაიკალის ტერიტორიაზე 60 ათასი ჰექტარი მშრალი ბალახი იწვის, ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის ჩაქრობას ქარი და თბილი ამინდი ართულებს.
„ავიალესოხრანას“ ინფორმაციით, 8 მაისს, დილისთვის რუსეთში ტყის 154 ხანძარი გააქტიურდა.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026