07/12/2023
11:22
ეკონომიკა
საქართველოში 2023 წლის 10 თვეში 2 312 480 აშშ დოლარის 56 ტონა პრეზერვატივი (ვულკანიზირებული რეზინის კონტრაცეპტივი) შემოვიდა. საქსტატის მონაცემების თანახმად, ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთიდან (1 629 700 აშშ დოლარის 20 ტონა). ხუთეულში ასევე არის ლატვია, გერმანია, მალაიზია და ჩინეთი.
საქართველოდან იანვარი-ოქტომბერი პერიოდში 947 050 აშშ დოლარის 11 ტონა პრეზერვატივი გავიდა. 7 ტონა სომხეთში, 4 ტონა კი ბელარუსში.
რაც შეეხება 2022 წლის 10 თვეში საქართველოში 2 147 450 აშშ დოლარის 50 ტონამდე პრეზერვატივი შემოვიდა (ხუთეულში იყო რუსეთი, გერმანია, ლატვია, ყაზახეთი და ინდოეთი) და 1 671 490 აშშ დოლარის 20 ტონამდე პრეზერვატივი გავიდა, გასულ წელსაც პრეზერვატივები საქართველოდან სომხეთსა და ბელარუსში გადიოდა.
ბოლო 10 წელში პრეზერვატივების იმპორტი 157%-ით არის გაზრდილი. 2013 წელს საქართველოში 899 420 აშშ დოლარის 41 ტონა ვულკანიზირებული რეზინის კონტრაცეპტივის იმპორტი განხორციელდა.
0
0