
რუსეთი ყოველთვის მოხარულია, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს მოსკოვში უმასპინძლოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერი მიმდინარე კვირაში ვლადიმერ პუტინსა და სტივ უიტკოფს შორის შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
პესკოვის თქმით, რუსეთი სტივ უიტკოფთან კონტაქტებს მნიშვნელოვნად, შინაარსობრივად და ძალიან სასარგებლოდ მიიჩნევს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, წყალქვეშა ატომური ნავები გაეგზავნა რუსეთის სიახლოვეს. პესკოვის განცხადებით, ბირთვულ ომში გამარჯვებული არ შეიძლება იყოს.
ამასთან, როგორც პესკოვმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით, კრემლში არ ფიქრობენ, რომ რაიმე ესკალაცია ხდება.
0
0