
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ერევანს ეწვევა, რათა მთიანი ყარაბაღიდან რუსი "სამშვიდობოების" გაყვანის დრო განიხილოს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS წყაროზე დაყრდნობით იუწყება,.
„დღეს ერევანს ეწვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია. სომხურ მხარესთან შეხვედრაზე განიხილება მთიანი ყარაბაღიდან რუსული სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანის კონკრეტული თარიღები", - განაცხადა თანამოსაუბრემ.
2020 წლის 9 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, რუსეთმა არაღიარებულ მთიან ყარაბაღის რეგიონში 2000 ჯარისკაცი განათავსა.
რუსული ჯარების ყოფნის ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან ხუთი წლით. მაგრამ 2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა რეგიონში ერთდღიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რის შედეგადაც მთიანი ყარაბაღი თავის კონტროლის ქვეშ დააბრუნა.
ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას 2024 წლის 1 იანვრიდან არაღიარებული რესპუბლიკის ყველა სამთავრობო ორგანოს ლიკვიდაციის შესახებ.
აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის შემდეგ 100 ათასზე მეტმა ეთნიკურმა სომეხმა, ყარაბაღის თითქმის მთელმა მოსახლეობამ დატოვა იგი.
0
0