-share.jpg)
„ოკუპირებული ხერსონის ოლქის თვითგამოცხადებული ადმინისტრაციის რუსეთთან იძულებით გაერთიანების შემდეგ, "დიდი ალბათობით", მოსკოვი რეგიონს უკრაინელებისთვის ცხოვრების დონის გაუმჯობესების "მტკიცებულებად" გამოიყენებს,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.
„რუსეთის ფედერაციასთან ოკუპირებული ხერსონის ოლქის თვითგამოცხადებული ადმინისტრაციის იძულებით მიერთებას მოჰყვა ფულად მიმოქცევაში რუსული რუბლის გამოყენება და რუსი მასწავლებლების დასაქმება, რომლებმაც სკოლებში რუსული სასწავლო გეგმა და ენა შეიტანეს.
დიდი ალბათობით, რუსეთი ხერსონის ოკუპაციას გამოიყენებს, როგორც უკრაინელი ხალხისთვის უკეთესი მმართველობისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მტკიცებულებას“, - აცხადებს სამინისტრო Twitter-ზე.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ „რუსეთი სევეროდონეცკზე შეტევას სამი მიმართულებიდან აგრძელებს, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მხარემ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბოლო 24 საათის განმავლობაში.“
0
0