
ჩეჩნეთის პრო-რუსი ლიდერის რამზან კადიროვის ვარაუდით, მოსკოვს აქვს შესაძლებლობა, წლის ბოლომდე უკრაინის სამ მთავარ ქალაქზე აიღოს კონტროლი.
„ომის პირველ კვირებში, რუსეთს ჰქონდა საშუალება, რომ დედაქალაქი კიევი დაეკავებინა, საიდანაც უკრაინელებმა რუსული ჯარების განდევნა შეძლეს. მოსკოვს საკუთარი კონტროლის ქვეშ უნდა მოექცია უკრაინის მეორე ქალაქი ხარკოვი და მისი მთავარი პორტი, ოდესა. მე მჯერა, რომ რუსეთი დეკემბრის ბოლომდე 100%-ით შეასრულებს ჩვენს მიერ დასახულ საერთო მიზანს“, - აღნიშნა კადიროვმა ინტერვიუში.
როგორც Skynews-ი წერს, დათმობაზე წასასვლელად არც ერთი მხარე იყო მზად; უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველი თვეების შემდეგ, სამშვიდობო მოლაპარაკებების მცირე პერსპექტივა ჩანდა.
მიუხედავად ამისა, კადიროვმა თქვა: „ვფიქრობ, არასწორი იქნება, თუ ჩვენ ზელენსკისთან მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით“.
ერთი წლის წინ, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, კადიროვის ჯარებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მიმდინრე ომში; კადიროვმა „ვაგნერის ჯგუფის“ ხელმძღვანელთან ევგენი პრიგოჟინთან გარკვეული კავშირიც დაამყარა.
0
0