22/02/2023
13:37
მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ წარდგენილი კანონი, რომელიც აჩერებს რუსეთის მონაწილეობას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულებაში.
ახლა კანონი ფედერაციის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რომელიც ოთხშაბათს დაუგეგმავ სხდომაზე შეიკრიბება.
პუტინმა კანონპროექტი წინა ღამეს წარადგინა, მას შემდეგ რაც რუსეთის განზრახვა გამოაცხადა შეაჩეროს ხელშეკრულებაში მონაწილეობა.
როგორც პუტინმა განმარტა, „ამჟამინდელ პირობებში“ რუსეთი ვერ შეუშვებს დასავლელ ექსპერტებს თავის თავდაცვით ობიექტებში და ასევე დაადანაშაულა აშშ იმაში, რომ არ აძლევდა რუს ექსპერტებს თავისი ობიექტების დათვალიერების უფლებას.
ამასთან, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არ გამოდის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულებიდან, „კერძოდ, ის აჩერებს მონაწილეობას“.
„სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერება ნიშნავს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეწყდება მონაცემთა გაცვლა ბირთვული იარაღის შესახებ, არ განახლდება კონტაქტები სახელმწიფო ინსტიტუტებში, არ განახლდება ინსპექტირება, შეწყდება ორმხრივი საკონსულტაციო კომისიის მუშაობა“- განუმარტა BBC-ს სამხედრო ექსპერტმა ალექსანდრე ერმაკოვმა.
0
0