რუსეთი ვარაუდობდა, რომ დედაქალაქს ძალიან მალე დაიკავებდნენ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს - აშშ-ის თავდაცვის მდივანი
A-
+A

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, რუსეთის არმიამ ვერ განახორციელა უკრაინაში ისეთი წინსვლა, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ. აღნიშნულის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ლოიდ ოსტინის თქმით, რუსებმა დაუშვეს ბევრი სერიოზული შეცდომა უკრაინაში შეჭრის დროს, ამიტომ მათი წინსვლა გეგმის მიხედვით არ წარიმართა.
„მათ აქვთ ლოჯისტიკური პრობლემები და მე ვერ ვხედავ ტაქტიკური დაზვერვის კარგად გამოყენების მტკიცებულებას; ასევე, საავიაციო შესაძლებლობების სახმელეთო მანევრებთან ინტეგრაციის მტკიცებულებას. არის რამდენიმე რამ, რასაც ველოდით, რომ გვენახა, მაგრამ არ გვინახავს“, – განაცხადა ოსტინმა.
ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინამ ჩამოშალა რუსების გეგმები და შეძლო, აღეკვეთა რუსების მიერ ქვეყნის დიდი ტერიტორიის დაკავება, მათ შორის კიევის.
„ვფიქრობ, რუსეთი ვარაუდობდა, რომ ისინი სწრაფად იმოქმედებდნენ და დედაქალაქს ძალიან მალე დაიკავებდნენ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს“, – განაცხადა ოსტინმა.
0
0
377
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%