
“რუსეთი არ ებრძვის უკრაინას, რუსებს არ შეუძლიათ უბრალო უკრაინელების სიძულვილი”, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.
„ჩვენ არ ვართ ომში უკრაინასთან, რადგან ცალსახად არ შეიძლება გვქონდეს სიძულვილი რიგითი უკრაინელების მიმართ“ - განაცხადა პატრუშევმა.
მისი თქმით, უკრაინული ტრადიციები ახლოსაა რუსეთის ხალხთან, ისევე როგორც რუსი ხალხის მემკვიდრეობა განუყოფელია უკრაინელების კულტურისგან.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ყირიმში უკრაინული ენა შენარჩუნებულია, როგორც ერთ-ერთი სახელმწიფო ენა. უკრაინული კულტურული ცენტრები, უკრაინული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები განაგრძობენ ფუნქციონირებას სხვადასხვა ქალაქში. შორეული აღმოსავლეთის სამხრეთით, ჯერ კიდევ სტოლიპინის დროიდან, ადგილნაცვალი პირების დიდი ნაწილი უკრაინელი ხალხის კულტურას მშობლიურად მიჩნევს ”- დასძინა პატრუშევმა.
0
0