-share.jpg)
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინასთან ან მის „მარიონეტებთან“ მოლაპარაკებებს გამორიცხავს.
„რადგანაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ტანკების მიწოდება გადაწყვიტა, კიევთან ან მის დასავლელ „მარიონეტ ბატონებთან“ საუბარს რუსეთისთვის აზრი არ აქვს,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
მისივე თქმით, დასავლეთში არავის გამოუთქვამს რაიმე სერიოზული ინიციატივა უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ
„გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო იმისათვის, რომ მოსკოვი და აშშ შეთანხმებას მიუახლოვდნენ. ვიმედოვნებთ, რომ მცირე ნაბიჯების ტაქტიკა ორმხრივი დღის წესრიგის განსაზღვრის საშუალებას მოგვცემს და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - განაცხადა რიაბკოვმა.
0
0
სამხრეთ კორეის ქალაქი პოჩონი დაიბომბა
06/03/2025