
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საგარეო დაზვერვის უფროსმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს მალე მიაღწევს.
,,ფრონტზე არსებული ვითარება კიევისთვის ხელსაყრელი არ არის", - განუცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა საგარეო დაზვერვის სააგენტოს ოფიციალურ გამოცემა Разведчик-ს.
„ყველა სფეროში სტრატეგიული ინიციატივა [მოსკოვს] ეკუთვნის, ჩვენ ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევასთან, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები კოლაფსის პირასაა. რუსეთისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლეგიტიმაცია და მოლაპარაკების უნარი დაკარგა“, - განაცხადა ნარიშკინმა.
როგორც Reuters-ი წერს, სერგეი ნარიშკინი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან რუს ჩინოვნიკებს შორის, რომლებსაც შედარებით რეგულარული კონტაქტები აქვთ აშშ-ისა და დასავლეთის მაღალჩინოსნებთან. მისი შეხედულებები უმაღლეს დონეზე ასახავს კრემლის აზროვნებას, რომელიც უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერას განიხილავს, როგორც მტკიცებულებას იმისა, რომ შეერთებული შტატები მარიონეტულ, არაპირდაპირ ომს აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს მოსკოვის მმართველობის დამხობას.
0
0