-share.jpg)
„უკრაინაში სამხედრო დანაშაულებათა უმეტესობა საჰარეო სივრციდან არის პუტინის მიერ ჩადენილი. რუსეთის რაკეტები და თვითმფრინავები მიზანმიმართულად ანადგურებენ დიდი ქალაქების ისტორიულ ცენტრებს. პუტინს სურს გაანადგუროს ევროპის კულტურული მემკვიდრეობა და სამუდამოდ „აღგავოს პირისაგან მიწისა“.
შეშლილი დიქტატორი მე-11 საუკუნეში აშენებულ კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძრის დანგრევას აპირებს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. უკრაინის საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ ღიაა და სახეზეა ასობით უდანაშაულო მსხვერპლი, ეკლესიების, საკათედრო ტაძრებისა და მუზეუმების სრული ნგრევა“, - ნათქვამია ტკაჩენკოს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვში რუსულმა ძალებმა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი დაბომბეს - "სადაც ადამიანები თავს აფარებდნენ", ასევე გაანადგურეს ხარკოვის ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტის შენობა და ხარკოვის სახელმწიფო კულტურის აკადემიის საერთო საცხოვრებლები.
„ივანკოვში, კიევის მახლობლად, ასევე დაიბომბა "მსოფლიოში ცნობილი მხატვრის, მარია პრიმაჩენკოს, მუზეუმი, რომლის ნამუშევრებით აღფრთოვანებული იყო პაბლო პიკასო". „ოკუპანტებმა“ დააზიანეს კიევის დეკორატიული ხელოვნებისა და დიზაინის სახელმწიფო აკადემიაც. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის რიგითი მოქალაქეები შიშველი ხელებით აჩერებენ რუსულ ტანკებს, აგრესორების რაკეტები და თვითმფრინავები ბოროტად და უსირცხვილოდ აგრძელებენ ჩვენი ლამაზი მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვას. მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ეს ბოროტება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
0
0