
„თუ ხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ნებაყოფლობით, არა ფულის გამო, დაეხმარონ დონბასში მცხოვრებ ადამიანებს, შუა გზაზე არ უნდა დატოვოთ და ისინი საომარ ზონაში უნდა გადაიყვანოთ“, - აღნიშნა პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე, რომელიც ვიდეო ფორმატით წარიმართა.
პუტინის თქმით, უკრაინის „დასავლელი სპონსორები“ კონფლიქტში დაქირავებული პირების ჩართვას არ უარყოფენ.
„ისინი ამას ღიად აკეთებენ, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უგულებელყოფით,“ - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.
შეგახსენებთ, დღეს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მე-16 დღეა. უკრაინული მხარის განცხადებით, აგრესორ ქვეყანას ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვს. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინული არმია შემართებით ებრძვის ოკუპანტ რუსებს. ამასთან, როგორც უკრაინული მხარე იუწყება, ამჟამად ყველაზე ცხელ წერტილად ქალაქი მარიუპოლი რჩება.
0
0