
კრემლი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთის ტერიტორიასთან ახლოს არიან განთავსებული. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა „ძალიან, ძალიან ფრთხილად“ უნდა იყოს ბირთვული რიტორიკის მიმართ.
„ამ შემთხვევაში, აშკარაა, რომ ამერიკული წყალქვეშა ნავები უკვე საბრძოლო მორიგეობაში არიან. ეს მიმდინარე პროცესია, ეს არის პირველი, რაც უნდა ითქვას. მაგრამ ზოგადად, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვსურს ასეთ დავაში ჩართვა და არც ამაზე რაიმე კომენტარის გაკეთება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ბირთვული რიტორიკის მიმართ“, - განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
კრემლმა არ დააკონკრეტა, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი რუსეთში მოსკოვის თხოვნით ჩავა თუ არა ან რა შედეგი მოჰყვება ამ ვიზიტს.
„ჩვენ ყოველთვის გვიხარია ბატონი უიტკოფის მოსკოვში ნახვა და ყოველთვის გვიხარია ბატონ ვიტკოფთან კონტაქტების დამყარება. ჩვენ ამას მნიშვნელოვნად, შინაარსიანად და ძალიან სასარგებლოდ მივიჩნევთ. თუმცა რუსეთი ტრამპის განცხადებას ბირთვული დაძაბულობის ესკალაციის ნიშნად არ აღიქვამს. არ გვჯერა, რომ ახლა რაიმე ესკალაციაზე ვსაუბრობთ. ცხადია, რომ ძალიან რთულ, ძალიან მგრძნობიარე საკითხებს განიხილავენ, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი ძალიან ემოციურად აღიქვამს“, - თქვა პესკოვმა.
პესკოვმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვაზე, გააფრთხილა თუ არა კრემლმა მედვედევი, რომ მან ონლაინ განცხადებები შეამსუბუქოს. „მთავარი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ პუტინის პოზიციაა“, - დასძინა პესკოვმა.
0
0