
რუსეთი აძლიერებს თავდაცვას, ზოგიერთ რუს პოლიტიკოსს რუსეთზე უკრაინის თავდასხმის საფრთხის "ნამდვილად სჯერა"
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ვარაუდით, რუსეთმა უკრაინასთან საზღვრის მიმდებარედ, ასევე ბელგოროდის რეგიონის შიგნით ტერიტორიაზე თავდაცვითი ძალების პოზიციების გაფართოება დაიწყო.
6 დეკემბერს, ბელგოროდის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მან ადგილობრივი „თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები“ მოამზადა; ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი რუსი სამოქალაქო პირი, „საჭიროებისას, სამშობლოს დაცვის მიზნით,“ კალაშნიკოვის ავტომატით გაიწვრთნა.
„რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა გააფართოვოს თავდაცვითი პოზიციები რუსეთში პატრიოტიზმის განსამტკიცებლად,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.
თუმცა, სამინისტრო ასევე ვარაუდობს, რომ ზოგიერთ რუს პოლიტიკოსს აქვს "ღრმა რწმენა (თუმცა მცდარი), რომ არსებობს უკრაინული სამხედრო ძალების მხრიდან რუსეთზე თავდასხმის რეალური საფრთხე".
ბელგოროდში სანგრები, სულ მცირე, აპრილიდან ითხრებოდა, თუმცა თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი კონსტრუქციები "ალბათ უფრო დახვეწილი სისტემებია, რომლებიც შექმნილია მექანიზებული თავდასხმის მოსაგერიებლად".
0
0
სამეგრელოში სამ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა
14/05/2025