რუსეთი თავად აკეთებს ყველაფერს, რომ მოხდეს უკრაინის დერუსიფიკაცია - ზელენსკი
A-
+A

რუსეთი თავად აკეთებს ყველაფერს, რომ მოხდეს უკრაინის დერუსიფიკაცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვის დროს რუსულ ენაზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
„ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ ჩვენს გმირებს მარიუპოლში და ვესაუბრეთ რუსულ ენაზე, რადგან უკრაინაში არ არის და არასდროს ყოფილა ენის პრობლემა. ახლა თქვენ, რუსი ოკუპანტები ქმნით ამ პრობლემას. თქვენ აკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენმა ხალხმა რუსულ ენას ზურგი აქციოს. რუსული ენა თქვენთან იქნება ასოცირებული, ამ აფეთქებებთან და მკვლელობებთან, თქვენს დანაშაულებთან. რუსეთი თავად აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შედგეს დერუსიფიკაცია. ამას თქვენ აკეთებთ. ერთი თაობის განმავლობაში და სამუდამოდ. ეს თქვენი თვითმკვლელი პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
0
0
325
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%