
რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაბრუნდნენ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, მოსკოვი შეშფოთებულია სიტუაციის მკვეთრი ესკალაციის გამო, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.
“ახლა ჩვენ გვაქვს კონტაქტები, მათ შორის აზერბაიჯანულ მხარესთან” - აღნიშნა მან.
ზახაროვამ ასევე უპასუხა კითხვას, აცნობა თუ არა ბაქომ მოსკოვს ყარაბაღის ტერიტორიაზე ე.წ. ანტიტერორისტული ღონისძიებების გატარების შესახებ და როგორი იქნება ეს ზომები რუსეთის სამშვიდობო ძალისხმევა ფარგლებში.
„ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, კონტაქტების შედეგებიდან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გაკეთდება შესაბამისი განცხადება. შეტყობინებასთან დაკავშირებით, ამ ინფორმაციას ვიღებთ აზერბაიჯანული მხრიდან“ - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ადრე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აზერბაიჯანმა დაიწყო ადგილობრივი ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით. მიღებული ზომების შესახებ ინფორმირებული იყო რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა და თურქეთ-რუსული მონიტორინგის ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელობა.
0
0