19/04/2023
12:49
მსოფლიო
„მოსკოვი, შესაძლოა, დანიის, ნორვეგიის, ფინეთისა და შვედეთის მიმდებარე წყლებში დამონტაჟებულ ქარის ელექტროსადგურების, გაზსადენების, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის კაბელების საბოტაჟს გეგმავს,“ - ნათქვამია დანიური გამოცემის DR Nyheder-ის პუბლიკაციაში.
როგორც სადაზვერვო სამსახურებისა და ექსპერტების ინფორმაციით გახდა ცნობილი, რუსული სამოქალაქო და სამხედრო გემები ოფშორული ინფრასტრუქტურის რუკას ადგენენ. საზღვაო კომუნიკაციების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სკანდინავიის წყლებში მცურავი "გემი-მოჩვენებები“, მათ შორის რუსული საზღვაო ხომალდი Admiral Vladimirsky, რომელიც ოფიციალურად "საზღვაო კვლევისთვის" გამოიყენება. ხომალდი, როგორც ვარაუდობენ, სადაზვერვო სამუშაოებში იყო ჩართული და დანიის ნახევარკუნძულის [Sjællands Odde-ს] ჩრდილოეთით მიცურავდა.
გამოცემა DR Nyheder-ის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი გემს საკუთარი ნავით მიუახლოვდა და მათ დაინახეს, რომ „რამდენიმე შენიღბულმა მამაკაცმა გემბანზე წინ წამოიწია, მათ შორის იყო ფორმიანი მამაკაცი, რომელსაც ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა და აღჭურვილი იყო შეიარაღებული რუსული სამხედრო ავტომატით".
სადაზვერვო ცნობები, რომელსაც, სავარაუდოდ, მოსკოვი აგროვებს, დასავლეთთან უფრო დიდი კონფლიქტის შემთხვევაში პოტენციურად საშუალებას მისცემს ქვეყანას განახორციელოს თავდასხმები ენერგეტიკულ და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე.
როგორც ცნობილია, დანიამ, ნორვეგიამ, ფინეთმა და შვედეთმა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ომში მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწიეს.
0
0