-share.jpg)
„ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება იქნება შეცდომა, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
„მათ არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ჩვენ უბრალოდ შევეგუებით ამ ნაბიჯს“, - თქვა რიაბკოვმა და ორივე სახელმწიფოს გადაწყვეტილებას უწოდა „კიდევ ერთი სერიოზული შეცდომა, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვება“.
ნატოში ფინეთის გაწევრიანება - რომლის განხორციელებასაც, სავარაუდოდ, თვეები დასჭირდება - აშშ-სამხედრო ალიანსს რუსეთის კართან მიიყვანს, რადგან ორ ქვეყანას [რუსეთსა და ფინეთს] ერთმანეთისგან 1335 კმ-იანი საზღვარი ჰყოფს.
„ჩვენთვის სრულიად აშკარაა ის ფაქტი, რომ შვედეთის, ისევე როგორც ფინეთის უსაფრთხოება ამ გადაწყვეტილების შედეგად ვერ გაძლიერდება.
"სამხედრო დაძაბულობის ზოგადი დონე გაიზრდება და უსაფრთხოების სფერო ნაკლებად პროგნოზირებადი იქნება. სამწუხაროა, რომ საღი აზრი რაღაც ფანტომურ იდეებს ეწირება იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს არსებულ ვითარებაში,“ - განაცხადა რიაბკოვმა.
კვირას, ფინეთის მთავრობამ ნატოში გაწევრიანების განზრახვის შესახებ განაცხადა, დაარღვია ათწლოვანი სამხედრო ნეიტრალიტეტი და უგულებელყო რუსეთის საპასუხო მუქარა - რუსეთი თვლის, რომ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, სკანდინავიური ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებას ცდილობს. მოგვიანებით, შვედეთის მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ის ასევე მხარს დაუჭერს ალიანსში გაწევრიანებას.
0
0
ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბას შეხვდა
05/03/2025