14/01/2025
14:30
მსოფლიო
მოსკოვის კორესპონდენტის ივორ ბენეტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ იმოქმედებს დონალდ ტრამპი პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უპასუხა:
,,უკრაინასთან დაკავშირებით, კრემლი ნებისმიერ სამშვიდობო ინიციატივას შეისწავლის, რომელსაც ვაშინგტონი წამოაყენებს მას შემდეგ, რაც არჩეული პრეზიდენტი მომავალ ორშაბათს თანამდებობას დაიკავებს,“ - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვი ასევე მიესალმება მსოფლიო ლიდერების მიერ გაჟღერებულ კომენტარს.
,,მსოფლიო ლიდერები ეთანხმებიან ჩემს აზრს უკრაინაში, ადგილზე არსებული რეალობის შესახებ. მოსკოვი მოლაპარაკების წარმოების ძლიერ პოზიციაზეა. კრემლს ვაშინგტონისგან ჯერჯერობით არანაირი წინადადება არ მიუღია, თუმცა ვლადიმერ პუტინი მზადაა ტრამპს შეხვდეს მას შემდეგ, რაც ის ოვალურ კაბინეტში დაბრუნდება. მოსკოვი დაელოდება კონკრეტულ სამშვიდობო ინიციატივას,’’ - განაცხადა ლავროვმა.
0
0