-share.jpg)
“რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რადგან მისი შეშფოთება მინსკის შეთანხმებებთან დაკავშირებით იგნორირებული იყო,“ - იუწყება რუსული მედია კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით.
ჟურნალისტის კითხვაზე, აცნობიერებდა თუ არა რუსეთი, რომ ის მინსკის შეთანხმებების საკითხში „მოტყუვდა“, პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა: „დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს აშკარა გახდა“.
„პრეზიდენტი პუტინი და ჩვენი სხვა წარმომადგენლები მუდმივად ამბობდნენ ამას, მაგრამ ეს ყველაფერი, რაც სწორედ წინ უძღოდა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, მოლაპარაკების პროცესის სხვა მონაწილეების მიერ იგნორირებული იყო,“ - აღნიშნა პესკოვმა.
მინსკის დოკუმენტები წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტისა და საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ შეთანხმებებს კიევსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ ძალებს შორის. დოკუმენტები უკრაინასა და რუსეთს შორის საფრანგეთისა და გერმანიის შუამავლობით 2014 და 2015 წლებში გაფორმდა.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეთანხმებების შეუსრულებლობის გამო შეშფოთება გამოხატა. რუსეთიც და უკრაინაც ერთმანეთს მინსკის შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებენ.
0
0