17/11/2022
14:54
მსოფლიო
„რუსეთი შავი ზღვიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან "გასვლას" არ აპირებს, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და სასუქების ექსპორტზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
იმავდროულად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მადლობა გადაუხადა გაეროს, მოსკოვსა და კიევს აღნიშნული შეთანხმების ვადის გახანგრძლივებისთვის, რაც განაპირობებს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლებას.
როგორც ერდოღანმა განაცხადა, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 11 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტმა ხაზი გაუსვა შეთანხმების მნიშვნელობას გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის.
თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმებულ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ვადა 19 ნოემბერს ეწურებოდა, მაგრამ ის დღეს 120 დღით გახანგრძლივდა.
0
0