22/07/2022
11:49
ომი უკრაინაში
„რუსეთი სახმელეთო შეტევის რაკეტების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის“, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთი სახმელეთო შეტევის რაკეტების კრიტიკული დეფიციტის გამო თვითმფრინავებისა და რაკეტების შორ მანძილზე ჩამოგდებისთვის განკუთვნილ საჰაერო თავდაცვის სისტემებს იყენებს.
„რუსეთმა გაზარდა საჰაერო თავდაცვის რაკეტების გამოყენება მეორადი სახმელეთო შეტევის რეჟიმში, სახმელეთო შეტევის რაკეტების კრიტიკული დეფიციტის გამო.
რუსეთმა, შეჭრის დაწყებიდან, თითქმის დანამდვილებით განათავსა უკრაინის მახლობლად. S-300 და S-400 ტიპის სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც შექმნილია თვითმფრინავებისა და რაკეტების შორ მანძილზე ჩამოგდებისთვის.
ამ იარაღს აქვს შედარებით პატარა ქობინი, რომელიც განკუთვნილია თვითმფრინავების განადგურებისთვის. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნან ჯარს ღია და მსუბუქ შენობებში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეაღწიონ გამაგრებულ სტრუქტურებში.
დიდია შანსი, რომ ამ იარაღმა ააცილოს სამიზნეებს და გამოიწვიოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, რადგან ეს რაკეტები არ არიან ოპტიმიზებული ამ დანიშნულებისთვის“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დონბასში უკრაინული ძალები აგრძელებენ უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე თავდასხმის რუსეთის მცდელობების აღკვეთას. რუსული არტილერია ფოკუსირებულია ქალაქების კრამატორსკისა და სივერსკის მიმდებარე ტერიტორიებზე
0
0