
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია გააგრძელებს მუშაობას „რუსული ენის პოპულარიზაციაზე“. ამის შესახებ დიპლომატიური მისიის ახალმა ხელმძღვანელმა, დიმიტრი ოლისოვმა განაცხადა.
„რუსული ენის პოპულარიზაცია რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა საზღვარგარეთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსული ენის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, რუსული კულტურისა და მეცნიერების მიღწევებზე უნივერსალური თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა, ენის შესწავლისა და რუსულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ინტერესთა სექცია და მისი მთელი შემადგენლობა გააგრძელებს მუშაობას ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით“, - განაცხადა ოლისოვმა რუსული ენის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც ინტერესთა სექციაში გაიმართა.
დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ცნობილი ქართველი მწერლების მრავალი ნაწარმოები რუსულ ენაზეა დაწერილი, რომლებიც „არა მხოლოდ ქმნიდნენ, არამედ რუსულად აზროვნებდნენ კიდეც“, იტყობინება TASS.
ოლისოვმა რუსულ ენას უწოდა „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ერთიანობის ენა, საზღვარგარეთ რუსული დიასპორის კულტურული იდენტობის შენარჩუნების საფუძველი და ეთნიკური კომუნიკაციის საშუალებას“.
რუსული ენის დღე ყოველწლიურად 6 ივნისს აღინიშნება, ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღეს.
ოლისოვმა რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის მოვალეობა ამ კვირაში დაიკავა. მან ამ პოსტზე დიმიტრი ტროფიმოვი შეცვალა.
0
0