19/07/2023
13:10
ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 268.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.1 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 3 052.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 19.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 7 215.8 მლნ. აშშ დოლარს - ზრდამ 20.4 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ივნისში, 4 163.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 457.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 271.2 მლნ. აშშ დოლარით და აშშ – 820.9 მლნ. აშშ დოლარით.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024