
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვას გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთი სამხედრო დანაშაულს სჩადის, ამიტომ მისი ადგილი ადამიანის უფლებათა საბჭოში არ არის. პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად დასავლეთმა პუტინის რუსეთზე უნდა გააგრძელოს ეკონომიკური ზეწოლა და მისი იზოლაცია.
"რუსი სამხედროები ომის დანაშაულს სჩადიან. რუსეთის ადგილი არ არის ადამიანის უფლებათა საბჭოში. დღევანდელი ისტორიული კენჭისყრის შემდეგ, რუსეთი ვეღარ შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში, ვეღარ გაამოიყენებს ამ პლატფორმას დეზინფორმაციის გასავრცელებლად. პარალელურად საბჭოს საგამოძიებო კომისია რუსეთის მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებათა დარღვევისა და შელახვის ფაქტებს იძიებს". - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გუშინ, 7 აპრილს გაერომ რუსეთისთვის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა. გარიცხვის მომხრე 93 წევრი იყო, წინააღმდეგი - 24, 58-მა თავი შეიკავა.
0
0