28/10/2022
13:32
მსოფლიო
რუსეთი ომის გაყინვას ცდილობს, რათა უკრაინის კონტრშეტევა შეაჩეროს. კერძოდ, ის ბირთვული იარაღითა და „ბინძური ბომბით“ იმუქრება. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მონტენეგროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარები ვაშინგტონში, ლონდონში, პარიზსა და ბერლინში, როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ ომის ნებისმიერ ფასად გაყინვის მცდელობა შეაფასა.
„შედეგად, მოსკოვის გეგმის მიხედვით, დასავლეთისა და ნატოს ქვეყნებმა უკრაინის სამხედრო დახმარება უნდა შეწყვიტონ, რადგან ის ამ ომს წააგებს, ხოლო უკრაინა თანდათან დაიბრუნებს კონტროლს საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებზე “, - განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.
მისი თქმით, რუსეთი ატომურ ელექტროსადგურებზე ავარიით ან „ბინძური ბომბის“ გამოყენებით იმუქრება, რადგან იძულებულია, უკან დაიხიოს.
დუდამ ასეთ საფრთხეებს რუსული ტაქტიკის ელემენტი, დასავლეთის დაშინების მცდელობა და ომის გაყინვა უწოდა, რომელსაც რუსეთი ვერ უმკლავდება.
„უკრაინის დახმარება უნდა გაგრძელდეს და რუსეთთან დიალოგი არ შეიძლება, წარიმართოს მანამ, სანამ ის საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვას არ დაიწყებს, ანუ სანამ უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებს. რუსეთი არის აგრესორი და სანამ უკრაინიდან არ წავა, კვლავ აგრესორად დარჩება. დასავლეთის ქვეყნები რუსეთის შანტაჟს არ უნდა დაექვემდებარონ“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
0
0