რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ საზღვრების დადგენას ითხოვს - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-60 რაუნდის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში წერს.
"ძირითადი ძალისხმევა უნდა კონცენტრირდეს ჭეშმარიტად პრიორიტეტულ ამოცანებზე – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ამ რესპუბლიკების მიმართ, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებით. ასევე, ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებით და მათი შემდგომი დემარკაციით... ამ მიზნების აქტუალობა იზრდება შავი ზღვის რეგიონში აშშ-სა და NATO-ს პროვოკაციული ქმედებების ფონზე, სამხედრო-საწვრთნელი ქმედებების გააქტიურების და ალიანსის შემდგომი გაფართოების გეგმების განხორციელების ჩათვლით. მათ შორის, მის შემადგენლობაში საქართველოს მიღებით," - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
0
0
თეთრიწყაროში მამაკაცი დაჭრეს
20/08/2025