17/02/2023
15:21
მსოფლიო
რუსეთის გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შემცირებაზე 500 000 ბარელით დღეში, მიუთითებს მის უუნარობაზე გაყიდოს სრულად, რასაც აწარმოებს. ამის შესახებ ფინანსთა მდივნის თანაშემწემ ბენ ჰარისმა განაცხადა - წერს Reuters.
„მათ წარმოება შეწყვიტეს იმიტომ, რომ უბრალოდ, ვერ გაყიდეს და არა იმიტომ, რომ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იარაღად გადაქცევა უნდათ“ - თქვა მან არგუსის ნავთობის კონფერენციაზე.
ჰარისის თქმით, რუსული ნავთობის ფასების შეზღუდვის მექანიზმი მიზნად ისახავდა ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნებას და რუსეთის შემოსავლების შემცირებას - ორივე მიზანი მიღწეული იყო.
ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთი ამერიკული კომპანია არ ჩართულა რუსული ნავთობის მაქსიმალურად მაღალი ფასით ვაჭრობაში.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა განაცხადა, რომ მარტიდან ნავთობის მოპოვებას დღეში 500 000 ბარელით, ანუ დაახლოებით 5%-ით შეამცირებს ფასების დაცემის გამო.
რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, იანვარში რუსეთის ბიუჯეტის ნავთობისა და გაზის შემოსავლებმა 426 მილიარდი რუბლი შეადგინა, რაც 46%-ით ნაკლებია 2022 წლის იანვართან შედარებით და 53%-ით ნაკლები დეკემბრის მაჩვენებელზე. რუსეთის ფედერაციის არასანავთობო და გაზის ბიუჯეტის შემოსავლებმა იანვარში 931 მილიარდი რუბლი შეადგინა და 2022 წლის იანვართან შედარებით 28%-ით შემცირდა.
0
0