
„ნატო არ არის დაინტერესებული თანაბარი დიალოგით და ერთობლივი მუშაობით. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ ვერ ვხედავთ აუცილებლობას, გავაგრძელოთ იმის მოჩვენება, რომ ცვლილებები ახლო მომავალში შესაძლებელია“, - აღნიშნა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოსკოვში ნატო-ს სამხედრო მისიის თანამშრომლებს 1-ელი ნოემბრიდან ჩამოერთმევათ აკრედიტაცია და რუსეთის დედაქალაქში ალიანსის საინფორმაციო ოფისიც დაიხურება.
„თუ ნატო-ს წევრებს რაიმე გადაუდებელი საკითხი აქვთ, მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩვენს ელჩს ბელგიაში“, - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
ნატო-მ 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის მისიის რვა წევრი გააძევა, რომელიც, ალიანსის მტკიცებით, „რუსეთის დაზვერვის ოფიცრები“ იყვნენ. მოსკოვის შეფასებით, ამ ნაბიჯმა შეარყია იმედი, რომ ალიანსთან ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია.
0
0