24/01/2025
18:00
მსოფლიო
,,მოსკოვი ითანამშრომლებს ვაშინგტონთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბირთვული არსენალი,’’ - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
”ჩვენ, რა თქმა უნდა, დაინტერესებულნი ვართ, რომ მოლაპარაკებების პროცესი მაქსიმალურად მალე დავიწყოთ. თუმცა, დღევანდელ ვითარებაში, ყველა ბირთვული სიმძლავრე უნდა იყოს განხილული. კერძოდ, შეუძლებელია საუბრის წარმართვა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ბირთვული შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე. დღევანდელი რეალობა ამას საჭიროებს," - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნული კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაცხადების შემდეგ გაავრცელა, რომლის თანახმად, ტრამპს სურს მუშაობა ბირთვული იარაღის არსენალის შემცირების მიმართულებით. ტრამპის თქმით, რუსეთმა და ჩინეთმა შესაძლოა მხარი დაუჭირონ ბირთვული იარაღის რაოდენობის შემცირებას.
0
0
ტრამპმა ენტონი ფაუჩის დაცვა მოუხსნა
24/01/2025