14/02/2023
13:22
მსოფლიო
ნორვეგიის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, „დღეს რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ნორვეგიის და ევროპის უსაფრთხოებას და დასავლეთთან დაპირისპირებაც ხანგრძლივი იქნება“, - განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა.
როგორც Associated Press-ი წერს, ნორვეგიის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლარს ნორდრუმმა განაცხადა, რომ ნორვეგიის ნავთობისა და გაზის დანადგარები შესაძლოა რუსული დივერსიის სამიზნე გახდეს, რის შედეგადაც, „მთელი ევროპა დაზარალდება“.
„მას შემდეგ, რაც რუსეთმა დასავლეთში საკუთარი გაზის ექსპორტი შეწყვიტა, ნორვეგია ახლა ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მიმწოდებელია“, - აღნიშნა ნორდრუმმა.
თუმცა, ოსლოს შიდა უსაფრთხოების სააგენტოს (PST) შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წელს რუსეთმა ნორვეგიის მიწაზე რაიმე დივერსიული ოპერაცია განახორციელოს.
0
0