23/02/2023
12:06
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინა „ამზადებს შეიარაღებულ პროვოკაციას“ მოლდოვაში არაღიარებული დნესტრისპირეთის წინააღმდეგ „უახლოეს პერიოდში“.
„შეჭრის საბაბად, დაგეგმილია რუსეთის ჯარების სავარაუდო თავდასხმის მოწყობის ინსცენირება დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ "უკრაინელი დივერსანტები" რუსულ სამხედრო ფორმაში იქნებიან ჩაცმული.
BBC წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად აანონსებს მსგავსი „დივერსიის“ შესახებ, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. თუმცა, არცერთი ეს განცხადება არ დადასტურებულა.
ამავდროულად, მოლდოვამ უარყო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებები უკრაინის წინააღმდეგ დნესტრისპირეთში.
"სახელმწიფო ხელისუფლება არ ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებულ ინფორმაციას. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და გირჩევთ, ინფორმაცია მიიღოთ მოლდოვას რესპუბლიკის ოფიციალური და სანდო წყაროებიდან", - ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენი დეპარტამენტები თანამშრომლობენ უცხოელ პარტნიორებთან და ქვეყნისთვის საფრთხის შემთხვევაში, საზოგადოება დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული“, - განაცხადა კიშინიოვმა
0
0