
როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, სტამბოლში, უკრაინელებთან მიმდინარე პირდაპირ მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჩაურთველობა მიუთითებს, რომ მოსკოვი არ არის დაინტერესებული უკრაინაში მშვიდობის დამყარებით.
მისი თქმით, ეს „მხდალობის გამოვლინებაა“ და იმ ტაქტიკის გაგრძელება, რომლითაც „რუსეთი რეალურად არ ცდილობს ზავის დადებას, არამედ მხოლოდ აჭიანურებს პროცესს, იკრებს ძალას და საზოგადოებისთვის მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შთაბეჭდილებას ქმნის“.
„პუტინმა უკრაინაში მესამე დონის დელეგაცია გაგზავნა. ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ რუსეთი სინამდვილეში არ არის დაინტერესებული მშვიდობით და კონფლიქტის გადაწყვეტის გონივრული გზით. ჩეხეთი თანმიმდევრულად აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, საბრძოლო მასალას კვლავ მივაწოდებთ. 2025 წლის დასაწყისიდან, უკრაინელებს უკვე ნახევარი მილიონი დიდი კალიბრის ჭურვი მივაწოდეთ. ვფიქრობ, სხვა ქვეყნების ჩართულობით, უკრაინა კიდევ უფრო მეტი იარაღით მომარაგდება“, - თქვა ფიალამ.
0
0