
როგორც ცნობილი იყო, გასულ კვირაში, მოსკოვმა შავი ზღვის ფლოტში მომხდარი აფეთქებების გამო მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობა შეწყვიტა.
„რუსეთი უკრაინის შავი ზღვის პორტების გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას აღადგენს,“ - განაცხადა დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მან მიიღო წერილობითი გარანტიები კიევისგან, რომ [კიევი] შავი ზღვის „მარცვლეულის დერეფანს“ არ გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის.
„რუსეთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მიღებული გარანტიები საკმარისია და შეთანხმებაში მონაწილეობას გააგრძელებს“, - აცხადებს სამინისტრო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფრომაცია რამდენიმე წუთის შემდეგ დაადასტურა, როდესაც თურქეთმა განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავ უერთდება უკრაინის შავი ზღვის პორტების გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ინიციატივას, რომელიც თურქეთისა და გაეროს შუამავლობით შემუშავდა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „შეთანხმება შუადღიდან გეგმისამებრ გაგრძელდება.“
მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება აუცილებელ ჰუმანიტარულ ძალისხმევას წარმოადგენს, რომელიც მილიონობით ადამიანს საკვებზე ხელმისაწვდომობას უზრდის.
0
0