
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ იყენებს ირანული წარმოების Shahed-136-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინის ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმისთვის.
„პარალელურად, უკრაინის სამხედრო ძალებმა ირანულ დრონებთან გასამკლავებლად წარმატებით მოახერხეს სარაკეტო სისტემის ეფექტურად მართვა,“ - ნათქვამია დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.
რუსეთი ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე დრონებს ძვირადღირებული, ფრთოსანი რაკეტების ნაცვლად იყენებს.
გასულ კვირას დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ გაეროს მოუწოდეს, რომ ჩაატაროს მიუკერძოებელი გამოძიება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო გამოყენების საკითხზე.
ირანმა კატეგორიულად უარყო მოსკოვისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების მიყიდვა.
0
0