
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ საკის აეროდრომის ტერიტორიაზე, შეფუთულ შესანახ ობიექტზე, რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა.
"ადგილიდან მიღებული ინფორმაციით, აეროდრომზე საბრძოლო მასალის შეფუთულ სათავსოზე ცეცხლის ზემოქმედება არ მომხდარა."- წერია რუსეთის თავდაცვის განცხადებაში.
რუსეთი ასევე აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, აეროდრომზე საავიაციო ტექნიკა არ დაზიანებულა.
Telegram გვერდებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებების შედეგად 3დან 5 ადამიანამდე დაზიანდა.
რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ საკის მახლობლად სამხედრო აეროდრომის მიდამოში აფეთქებები მოხდა, გამოწვეული ხანძრის შედეგად იწვის საბრძოლო მასალის საწყობები.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილიდა
24/04/2026