
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რუსულმა არმიამ ირანული წარმოების დრონებით პირველად შეუტია უკრაინას.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „სავარაუდოდ, რუსეთმა უკვე ამოწურა Shahed-131-ისა და Shahed-136-ის ტიპის რამდენიმე ასეული დრონი და ირანიდან ახალი მარაგი მიიღო“.
„უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინელების მიერ 17 უპილოტო საფრენი აპარატის (მათ შორის, 14 ერთეული Shahed-136) ჩამოგდების შესახებ. ერთი დღის შემდეგ, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსულმა არმიამ გამოიყენა ირანის მიერ მიწოდებული ცალმხრივი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა სამიზნეა ზაპოროჟიესა და დნიპროს ოლქები. უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, უკანასკნელი ინფორმაცია უკრაინაში ირანული Shahed-136-ის ჩამოგდების შესახებ 17 ნოემბერს გავრცელდა.
0
0
სამეგრელოში სამ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა
14/05/2025