
ამის შესახებ ჰააგაში რუსეთის ელჩმა, ალექსანდრე შულგინმა განაცხადა.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
უკრაინის წარმომადგენლის განცხადებით, “ის ფაქტი, რომ რუსები არ ესწრებიან სასამართლოს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ახლა ომში არიან“.
უკრაინა რუსეთს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის ტერმინი „გენოციდის“ მანიპულაციის გზით, აგრესიის საბაბად გამოყენების გამო.
„უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ მიმართა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ტერმინი გენოციდის ცნების მანიპულაციისთვის, რაც აგრესიის გასამართლებლად გამოიყენა. ჩვენ ვითხოვთ სასწრაფო გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც დაავალდებულებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ახლავე და მოველით, რომ სასამართლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ომის დაწყებამდე, რუსული პროპაგანდისტული არხები იუწყებოდნენ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ადგილი ჰქონდა ეთნიკურად რუსი მოსახლეობის გენოციდს, რაც არცერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის თანახმად არ დასტურდება.
0
0