
ბლინკენის თქმით, რუსეთი გაუმართლებლად შეიჭრა უკრაინაში და რუსულ ძალებს ალყა აქვთ შემორტყმული უკრაინის ქალაქებისთვის, რომლებმაც გაანადგურეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინის ქალაქებში მოსახლეობას არ აქვს წყალი, ელექტროენერგია, ასევე საკვებსა და მედიკამენტებზე წვდომა.
„კრემლის შეთავაზება, რომ ჰუმანიტარული დერეფნები რუსეთისკენ და ბელარუსისკენ წასულიყო, აბსურდია. შეურაცხმყოფელია იმის ვარაუდი, რომ უკრაინელმა ხალხმა თავშესაფარი უნდა ეძიოს იმ მთავრობისგან, რომელმაც აჩვენა უპატივცემულობა მათი ცხოვრების მიმართ“, – თქვა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განაცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროები ან ამერიკელი მფრინავები უკრაინის ცაში, გამოიწვევს პირდაპირ კონფლიქტს აშშ-ს, ნატო-სა და რუსეთს შორის, რაც გააფართოებს და გააჭიანურებს კონფლიქტს.
„ეს არ არის არც ჩვენი ქვეყნების და არც უკრაინის ინტერესებში. არ შემიძლია მთელი ნატო-ს სახელით ვისაუბრო, მაგრამ იგივე გზავნილი ჩვენ მოვისმინეთ ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან“, – აღნიშნა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ომში პუტინი დამარცხდება და რუსეთი საბოლოოდ სტრატეგიულ მარცხს განიცდის.
0
0