08/11/2022
11:17
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ავიაციის დანაკარგები „საგრძნობლად აღემატება მათ შესაძლებლობებს ახალი თვითმფრინავების წარმოებისთვის“, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის უახლეს ინფორმაციაში.
„კომპეტენტური მფრინავების მომზადებისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით, რუსეთისთვის კიდევ უფრო რთულდება საბრძოლო საჰაერო ძალების აღდგენა.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რუსეთმა „თვითმფრინავების ორჯერ მეტი რაოდენობა დაკარგა უკრაინაში, ვიდრე ავღანეთში საბჭოთა ინტერვენციის დროს (278 თვითმფრინავი უკრაინაში განადგურდა, ხოლო ავღანეთში 119).
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დამოუკიდებლად გადავამოწმოთ ეს ციფრები, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ავიაციაში პილოტების დანაკარგი ამყარებს რუსეთის საჰაერო უპირატესობის ნაკლებობას, რასაც ემატება ცუდი წვრთნის პრობლემა ავიაციაში. სადაზვერვო უწყება თვლის, რომ ეს ფაქტები კიდევ უფრო წარმოაჩენს რუსეთის ავიაციის სისუსტეებს, რომელთა შორის სახელდება ახლო საჰაერო მხარდაჭერის რისკები მჭიდრო საჰაერო თავდაცვის ზონებში", - ნათქვამია განცხადებაში.
0
0