
რუსეთი, სავარაუდოდ, განაახლებს სახმელეთო თავდასხმის ოპერაციებს, თუმცა „დაბალი ტემპით“.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი, სავარაუდოდ, განაახლებს "სახმელეთო თავდასხმის ოპერაციებს, თუმცა, ზამთრის ამინდის პირობებში, „დაბალ ტემპით“ გააგრძელებს.
„ბოლო თვეებში, უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების მიერ განხორციელებული ფრენების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
რუსული თვითმფრინავი ალბათ დღეში ათობით მისიას ახორციელებს, 2022 წლის მარტის მონაცემებთან (მაქსიმუმ, 300-მდე დღეში) შედრებით. ფრენების შემცირება, სავარაუდოდ, განპირობებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვითი ძალების გაძლიერებით და ამინდის გაუარესებით.
რუსეთის სახმელეთო თავდასხმის ტაქტიკა დიდწილად ვიზუალურ იდენტიფიკაციასა და უმართავ საბრძოლო მასალებს ეყრდნობა; ამიტომ, რუსეთის საჰაერო ძალები, სავარაუდოდ, განაახლებენ სახმელეთო თავდასხმის ოპერაციებს, თუმცა, ზამთრის ამინდის პირობებში, დაბალი ტემპით გააგრძელებენ,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
0
0