რუსეთი ევროპაში ყველაზე დიდ ომს გეგმავს 1945 წლის შემდეგ - ბორის ჯონსონი
A-
+A

„მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი გეგმავს „ყველაზე დიდ ომს ევროპაში 1945 წლის შემდეგ“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „ყველა ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია“.
მისი თქმით, დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი აპირებს შეჭრას და უკრაინის დედაქალაქ კიევს ალყაში მოაქცევს.
ბ-ნმა ჯონსონმა, ასევე, აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო შორს მიმავალ სანქციებს შემოიტანს, ვიდრე ადრე იყო შემოთავაზებული.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი და აშშ რუსულ კომპანიებს „ფუნტით და დოლარებით ვაჭრობას“ შეუჩერებენ.
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთის უკრაინაში შეჭრას გარდაუვალად, ჯონსონმა თქვა: „ვშიშობ, რომ ეს არის ის, რაზედაც ფაქტები მიგვანიშნებს. გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია“.
0
0
435
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%